|
2018-08-01 10:40:31, 1411 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ ენდ თაგარტმა“ საპენსიო კალკულატორი შექმნა
„გალტ ენდ თაგარტმა“ საპენსიო კალკულატორი შექმნა. მთავრობის ახალი, საპენსიო დაგროვებითი სქემის მიხედვით „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ შემუშავებული კალკულატორი დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას, განსაზღვრონ სავარაუდო პენსია. კონკრეტულად, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა კალკულატორის გამოყენებით გამოთვალოს რა თანხა დაუგროვდება მას კონკრეტულ, დაგროვებით პერიოდში. ამისათვის, მსურველი უნდა შევიდეს „გალტ ენდ თაგარტის“ ვებგვერდზე და სპეციალური კალკულატორის საშუალებით, დაგროვებითი პენსიის მონაწილის ასაკის, მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასის ოდენობისა და პენსიის განკარგვის პერიოდის (წლები) მითითებით შეუძლია ნახოს თუ რა სავარაუდო თანხა დაუგროვდება მას საპენსიო ანგარიშზე კონკრეტულ დროში. „გალტ ენდ თაგარტის“ ვებგვერდზე დაინტერესებულ პირებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია თუ როგორ ხდება დაგროვებითი პენსიის გამოანგარიშება წლიური დარიცხული ხელფასის (24 000 ლარამდე წლიური შემოსავლის, 24 000 ლარიდან-60 000 ლარამდე წლიური შემოსავლის, ან იმ შემთხვევაში თუკი დაგროვებითი პენსიის მონაწილის წლიური შემოსავალი 60 000 ლარს აღემატება) მიხედვით. „გალტ ენდ თაგარტის“ გუნდის მიერ კალკულატორის შექმნის მიზანი იყო, სქემის მონაწილეებს მისცემოდათ შესაძლებლობა, დაეთვალათ მათი საორიენტაციო პენსიის ოდენობა. აღნიშნული კალკულატორი ითვალისწინებს დაგროვებითი საპენსიო კანონის თითქმის ყველა ნიუანსს. ამასთან, დამატებითი დაშვებები შემუშავებული იქნა ჩვენი ექსპერტების მიერ, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. უნდა აღინიშნოს, რომ „გალტ ენდ თაგარტი“ არის ერთადერთი საინვესტიციო ბანკი ქვეყანაში, რომელსაც უკვე აქვს კერძო საპენსიო ფონდის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. იმედი გვაქვს, ეს რეფორმა ქვეყანაში წარმატებით დაინერგება 2019 წლიდან და „გალტ ენდ თაგარტს“ მიეცემა შესაძლებლობა ჩაერთოს საპენსიო აქტივების გარკვეული ნაწილის მართვის პროცესში“,- განაცხადა ოთარ შარიქაძემ, „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:www.gt.ge
(R)
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)