|
2018-07-31 14:47:18, 812 ნახვა
კომენტარი
„მარიხუანას ლეგალიზება ერის ღალატია“ - დეკანოზი ანდრია საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას ითხოვს
კიკეთის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით "ერის ღალატად აფასებს". დეკანოზის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის დამღუპველი იქნება. ასევე, მისი აზრით, უმჯობესი იქნება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაუქმდება. „ეს გადაწყეტილება შეიძლება შეფასდეს, როგორც ერის ღალატი. ჩვენ უარესსაც ველოდებით. ნარკოტიკების ასეთი გაიოლება, უკიდურსად ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს. არ შეიძლება 4 კაცი, რომელიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და რომლებიც სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებენ, 4-მილიონიანი ერის ნებას უგულებელყოფდნენ და თავიანთი გაუბებარი ლოგიკით ღებულობდნენ, სრულიად დამღუპველ გადაწყვეტილებებს. მე ვფიქრობ, რომ გასაუქმებელია საერთოდ საკონსტიტუციო სასამართლო, ეს იქნება რეკომენდაცია საპატრიარქოსგან“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე არსებული სანქციები არაკონსტიტუციურად ცნო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)