|
2018-07-31 12:45:00, 673 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ტურიზმის ელჩის შესახებ კონცეფცია მუშავდება
დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე აჭარაში მიმდინარე წარმატებული ტურიტული სეზონის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ორი კვარტლის მაჩვენებლით საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების 23%-იანი მატება გვაქვს, ბათუმის აეროპორტში კი 46%-იანი ზრდა. „არსებული მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელი ამ მხრივ იქნება უპრეცედენტო" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის ელჩის ინიციატივის შესახებ ისაუბრა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, კონცეფციაზე მუშაობა დაწყებულია. „ჩვენ სამიზნე ქვეყნებში გვეყოლება ტურიზმის ელჩები, რომელიც დაგვეხმარებიან მარკეტინგული თუ სხვა ტიპის აქტივობების განხორციელებაში, რადგან მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია ჩვენს შესახებ. უახლოეს პერიოდში გვექნება პრეზენტაცია აღნიშნული პროექტის. ეს ასევე იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მოდელი, რომელიც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო განვითარებას და მოიზიდავს კიდევ უფრო მეტ ტურისტს აჭარაში", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)