01:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 12:29:53, 1069 ნახვა

კომენტარი
გენერალი ბენ ჰოჯესი: საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რუსეთისგან თავი დაიცვას (ვიდეო)

"საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა თავი დაიცვას. უნდა გააგრძელოს იყოს მოუნელებელი და ამის გასაკეთებლად ახლოს უნდა ითანამშრომლოს მოკავშირეებთან, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში", - ამის შესახებ ამერიკელმა გენერალ-ლეიტენანტმა, ბენ ჰოჯესმა "ამერიკის ხმასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც ჰოჯესმა აღნიშნა, საქართველოში რუსეთის შეჭრა იმის მაგალითია, თუ როგორი სახელმწიფოა რუსეთი და ეს დასავლეთს არ უნდა დაავიწყდეს.

„ჩვენ ყველა ვართ რუსეთთან სავარაუდო კონფლიქტის საფრთხის წინაშე. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს – იყოს კინეტიკური, კიბერსივრცეში, იყოს თავდასხმა ჩვენს ინსტიტუტებზე. იცით, რა მოხდა 2016 წელს ჩვენს არჩევნებზე. ეს ყველაფერი რუსეთისგან უწყვეტი ზეწოლის ქვეშაა. თვალები ყველას ფართოდ უნდა გვქონდეს გახელილი. აქ შვეიცარიაზე არ ვსაუბრობთ – ლაპარაკია რუსეთზე. საფრთხე ყველას გვემუქრება, თუ არ ვართ მომზადებული, არ ვართ ძლიერები და თუ მათ მკაფიოდ არ ვუთხარით, რომ რაღაცები ჩვენთვის მიუღებელია. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა თავი დაიცვას. უნდა გააგრძელოს იყოს მოუნელებელი და ამის გასაკეთებლად ახლოს უნდა ითანამშრომლოს მოკავშირეებთან, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში. ამაში შედის ინფორმაციის, დაზვერვის, შესაძლებლობების გაზიარება. ქვეყნის შიგნით კი, თუ არსებობს კორუფცია, თუ ხალხი მთავრობას არ ენდობა, თუ მედიას საკუთარი საქმის კეთების საშუალება არ ეძლევა და თუ ლიბერალური დემოკრატიის ძირითადი პრინციპები არ მუშაობს, რუსეთი ამას გამოიყენებს“, აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics