|
2018-07-30 16:05:06, 1955 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძისა და პარტიის ერთერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი, რომლითაც ისინი მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებას ითხოვდნენ. გადაწყვეტილება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 30 მაისს გაიმართა. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავდა - მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და მაია კოპალეიშვილი. გირჩის ლიდერების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია წარმოადგენდა. შეგახსენებთ, მანამდე, 2017 წლის 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა (საქმე #732). მოსარჩელე გივი შანიძე, რომელსაც სამართლებრივ დახმარებას "გირჩი" უწევდა, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების "ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება" იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)