|
2018-07-30 11:23:29, 638 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობას შეხვდა
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გომის, თაგინურის, მთაპატარას, ნაფოცხვარას, ხარითაღის, მერიაყელის და ტყის ველას მთებში იმყოფებოდა, სადაც საზაფხულო იალაღებზე ჭვანის, ბარათაულის, წყალსაყრის, უჩამბის, დაბის მოსახლეობა სეზონურად იმყოფება. იგი შეხვდა მოიალაღეებს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. მერმა, მოიალაღეებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები გააცნო და მათგანაც მოისმინა მთებში არსებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია. მოიალაღეებმა ძირითად მთებში მისასვლელი გზების რამოდენიმე ლოკაციაზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა და შუქთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება ითხოვა, რაზეც განემარტათ, რომ ამ დროისათვის ზამთრის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები აღდგენილია და მიმდინარე დღეებში მოხდება მოსახლეობაზე შუქის მიწოდება. ტენდერი გამოცხადებულია და საკითხი მოგვარდება მთების უბნებში შიდა ქსელის გაყვანასთან დაკავშირებით. უახლოეს დღეებში მოწესრიგდება და აღდგება გზების დაზიანებული მონაკვეთებიც. მთებში განხორციელდა ამბოლატორიების ექიმთა გეგმიური ვიზიტები, მოიალაღეებს სეზონის დასრულებამდე მოემსახურება ექთანი. განხილული იქნა ასევე ვეტერინალთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც დადებითად გადაწყდა.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)