|
2018-07-29 11:10:18, 1162 ნახვა
სამართალი
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გარდაბნის პოლიციის სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული მ.ჩ. რუსთავში, ხოლო 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ბ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, რუსთავში დაკავებული მ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას ორ შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გარდაბნის რაიონში დაკავებული მ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას კი სამ შეკვრად დაფასოებული და საინექციოდ გამზადებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს. მათივე ცნობით, ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მ.ჩ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, ხოლო მ.ბ.-ს მიმართ იმავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)