|
2018-07-28 11:25:22, 1094 ნახვა
სამართალი
ბორჯომში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. დეპარტამენტის ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში, ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო ნახეს, ხოლო ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 30 ერთეული 3 მეტრი სიგრძის დაუფირნიშებელი მრგვალი მორი იყო განთავსებული. სახერხი დანადგარი დაილუქა. „ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება შსს ბორჯომის პოლიციის სამმართველოში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე, სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხების ფუნქციონირების 517 ფაქტი გამოავლინეს. სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ყველაზე მეტი - 112 ფაქტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა, აჭარაში - 95 ფაქტი დაფიქრისდა, იმერეთში - 74, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 73, შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 54 ფაქტი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 39, კახეთში - 28, გურიაში - 24 ფაქტი, ქვემო ქართლის სამოქმედო ტერიტორიაზე - 13 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 3, ხოლო თბილისში - 2 ფაქტი. გამოვლენილ ფაქტებს შორის 380 სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, ხოლო 137 უკანონო (არარეგისტრირებული) სახერხი იყო“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)