|
2018-07-26 19:54:39, 953 ნახვა
კომენტარი
აბესაძე ხორავას ქუჩის საქმეზე: გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელმაც გამოკვეთა ერთი კონკრეტული ვერსია
„ახლა უკვე გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელმაც გამოკვეთა ერთი კონკრეტული ვერსია და შსს-სგან ველით უმოკლეს ვადებში რეაგირებას“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა. იგი არ აკონკრეტებს, თუ ვინ ფიგურირებს ახალ ვერსიაში და რა მტკიცებულებებზეა საუბარი. „მასალების შესწავლისას ნათლად დავინახეთ, რომ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა, მთელი რიგი მოწმეების დაუკითხაობა თავის დროზე, რომლებიც როგორც აღმოჩნდა ფლობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ეს ნიშნავდა, რომ გამოძიებას არ ჰქონდა გადამოწმებული ყველა ვერსია მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით. ახლა უკვე გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელმაც გამოკვეთა ერთი კონკრეტული ვერსია, რაზეც შსს-სგან, რომელმაც თვეები დაკარგა იმისათვის, რომ ეს ვერსია დადასტურებული ან უარყოფილი ჰქონოდა, რაც შეიძლება სწრაფად გადაამოწმოს ეს ვერსია, გადაამოწმოს ეს ფაქტები და გარემოებები და საზოგადოებას აცნობოს შედეგების შესახებ. რაც შეეხება კონკრეტულ ფიგურანტებს, ვის მიმართ და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ ახალ გარემოებებზე, ახალ ვერსიებზე, ამაზე საუბრისგან დღეს რა თქმა უნდა თავს შევიკავებთ. ჩვენ ვაძლევთ შსს-ს შესაძლებლობას, რომ უმოკლეს ვადაში დაასრულოს ამ ვერსიაზე მუშაობა და შედეგები საზოგადოებას აცნობოს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)