|
2018-07-26 18:12:55, 1095 ნახვა
სამართალი
„არ ვარ კრიმინალი, რომ ამდენ ხანს ვიჯდე ციხეში“ - სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი პატიმრობაში დატოვა
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი რუსთავის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასაართლო სხდომაზე აბაზოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე მსჯელობდნენ. თავად თემურ აბაზოვი ბრალს არ აღიარებს და საკუთარ უდანაშაულობაზე საუბრობს: „მე არ ვარ კრიმინალი, რომ ამდენ ხანს ვიჯდე ციხეში. ორი თვის მერე ბატონი პროკურორი ხელცარიელი მეჯდება წინ. ორი თვის წინ ჩვენ დაგვცინოდნენ პროკურორები, ადვოკატებსაც, მაგრამ დღეს ხელცარიელი ზის. დამატებითი ორი თვე რისთვის უნდა ვიჯდე?! არასწორი ნაბიჯი იყო პროკურატურის მხრიდან. უცებ აიტაცა ტელევიზიამ, მელია-სააკაშვილი ჩაერთო. ამას დაერთო აქციები, ვინაიდან ივანიშვილის ახლობელი ვიყავი, დარეკეს ზემოდან, ქვეყნის პირველ პირებს ვგულისხმობ, რომლებიც შემდეგ წავიდნენ. ტელევიზიის ინფორმაციის საფუძველზე დამაკავეს“, - განაცხადა პროცესის მიმდინარეობისას თემურ აბაზოვმა. ცნობისთვის, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევას უკავშირდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)