|
2018-07-26 16:37:40, 584 ნახვა
რეგიონი
შემეცნებით ექსკურსიებში მაღალმთიანი აჭარიდან 512 მოსწავლე იქნება ჩართული
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ექსკურსიები დაიწყო. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ბათუმში მყოფ მოსწავლეებს არქეოლოგიურ მუზეუმში შეხვდა და მათი შთაბეჭდილებები გაიზიარა. თორნიკე რიჟვაძემ დადებითად შეაფასა შემეცნებითი ექსკურსიები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ისტორიისა და კულტურის კუთხით ცოდნის ამაღლებას. თორნიკე რიჟვაძე გაეცნო ასევე ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მუშაობის სპეციფიკას და მუზეუმში დაცულ ექპონატებს. მთავრობის თავმჯდომარე მუზეუმის მომსახურებით დაინტერესდა, რაც ტურისტული ქალაქისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების 512 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი ესწრებოდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)