|
2018-07-26 12:30:31, 1090 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - თუ გიორგი მღებრიშვილს რაიმე დარღვევა აქვს, საგამოძიებო უწყებები გასცემენ პასუხს
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გიორგი მღებრიშვილის მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლას გამოეხმაურა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება თავად მღებრიშვილმა მიიღო. „გიორგი მღებრიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც მე დავეთანხმე. მე განვაცხადე, რომ ჩვენ ამ სამსახურში გვაქვს ძალიან პრინციპული ხასიათის ახალი გამოწვევები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებია გასაკეთებელი. ჩვენ წელს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, თუმცა ეს არ არის სამწუხაროდ საკმარისი, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც შეეხება მსგავსი რისკების შემცირებას“, - განაცხადა ბახტაძემ. რაც შეეხება შეკითხვას, უკავშირდება თუ არა მღებრიშვილის თანამდებობიდან წასვლა უწყებაში რაიმე დარღვევებს, ბახტაძემ ასე უპასუხა: „თუ რაიმე დარღვევა აქვს მას, საგამოძიებო ორგანოები გასცემენ შესაბამის პასუხს, ეს მათი კომპეტენციაა“.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)