|
2018-07-26 11:58:54, 763 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ხე-ტყის უკანონო ჭრაშია ჩართული
„ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, იჩეხება ტყეები, რომლის აღდგენსაცა ათასწლეულები სჭირდება და ამით ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი ადგება. „მინდა შევეხო საკითხს, რომელიც ეხება ხე-ტყის უკანონო ჭრას. თქვენ იცით ჩემი პრინციპული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბოლო პერიოდის განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 15 პირი დააკავა. მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. იჩეხება ტყეები, რომლის აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება და გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები ამ უკანონობასთან ბრძოლაში. ასევე, მინდა მოვუწოდო ყველას, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ის პირი, რომ თუ იქნება შემთხვევები, რომ ვინმე ხელს აფარებს ამ უმსგავსო საქციელს, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. ამასთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით განცხადებას გააკეთებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)