|
2018-07-25 15:38:16, 961 ნახვა
სამართალი
შსს-მ ბათუმში ჩადენილი ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე 3 არასრულწლოვანი პასუხისგებაში მისცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი - 2000 წელს დაბადებული ლ.ც., 2002 წელს დაბადებული გ.ნ. და 2001 წელს დაბადებული ლ.წ. პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა, მიმდინარე წლის 23 ივლისს, ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონი და ტანსაცმლის მაღაზიები გაქურდეს, ასევე, იქვე მდებარე სამკერვალოს გაქურდვა სცადეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ნაქურდალი თანხა ჯამში 11 650 ლარს შეადგენს, რომლის ნაწილი სამართალდამცველებმა ამოიღეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი, დიდი ოდენობით ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 19-177 მუხლით მიმდინარეობს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)