|
2018-07-25 15:22:41, 727 ნახვა
კომენტარი
ზარდიაშვილი: გუშინ მოვისმინეთ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ადამიანის ხედვები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება. როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილი სამშობლოზე შეყვარებული ადამიანია და მას ქვეყნის განვითარება სურს. "ვისურვებდი, რომ გუშინდელი გულწრფელი ინტერვიუ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩვენმა ოპონენტებმა ასევე გულწრფელად მიიღონ, მიხვდნენ და დაიჯერონ რომ ერთადერთი მიზანი, სურვილი და ოცნება არის ჩვენი სამშობლოს გაძლიერება, გამთლიანება, ეკონომიკური წინსვლა, დემოკრატიის განვითარება და თითოეული მოქალაქის ოჯახის კეთილდღეობაა. თუ მათ ჩვენი ქვეყნის ოდნავი წარმატება მაინც სურთ, უნდა შეწყვიტონ ტყუილების ტირაჟირება, მოგონილი ცილისმწამებლური კამპანიები ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომელიც აზიანებს საქართველოს იმიჯს. იმსჯელონ, გვაკრიტიკონ, თემატური, პროფესიული დისკუსიები გამართონ და არ გაუშვან შანსი ქვეყანაში ჯანსაღი, ღირსეული ოპოზიციური სპექტრის ჩამოყალიბების, პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ადამიანის ხედვები, გზები და დამოკიდებულება საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და მომავლ გეგმებზე. იგი საკუთარი ქმედებებით ანახებს გუნდსაც და ჩვენს ოპონენტებსაც, რომ სამშობლოს სიყვარული და ინტერესები ყველაფერზე ზევით დგას. არასდროს არ ყოფილა რომ ხელისუფლება ასე უსმენდეს და ზრუნავდეს თავის მოქალაქეებზე, მყისიერად რეაგირებდეს ნებისმიერ საჭიროებებზე, ჩვენ ეს შევძელით და ამას ჭირდება შენარჩუნება, გაფრთხილება, რომ შემდეგმა ხელისუფლებებმა ვეღარასდროს გაბედონ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა, კერძო საკუთრების ხელყოფა, უფლებების შელახვა. მე მჯერა რომ ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით ერთად ავიხდენთ ქართულ ოცნებას", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)