|
2018-07-25 14:11:10, 861 ნახვა
კომენტარი
გაბიტაშვილი: მირზა სუბელიანი იყო დაცვის მხარის მოწმე და სპეკულაციის გამოსარიცხად, მისი გამოკითხვა სასამართლოზე გადავწყვიტეთ
„სუბელიანი იყო დაცვის მხარის მოწმე. ყოველგვარი სპეკულაციის გამოსარიცხად ჩვენ მისი გამოკითხვა გადავწყვიტეთ სასამართლოზე“, - ასე უპასუხა მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მდივნის, ოთარ კახიძის შეკითხვას. კახიძე დაინტერესდა, რატომ არ დაკითხა პროკურატურამ მირზა სუბელიანი. „რასაკვირველია, როგორც კი ეს გახდა ცნობილი, დადგა მისი დაკითხვის საჭიროება, თუმცა რადგან სუბელიანი იყო დაცვის მხარის მოწმეთა სიაში, ჩვენ დაველოდეთ მის სასამართლოში დაკიტხვას, სადაც პროკურორს ექნებოდა შესაძლებლობა, რომ მისთვის დაესვა ნებისმიერი კითხვა. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ საზოგადოებაში არ გაჩენილიყო გარკვეული კითხვები. ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს - ბატონმა ზაზა სარალიძემ ამ კონკრეტულ საქმეშივე პროკურატურის შენობაში ნახა სხვა მოწმე, რომელიც იყო დაცვის მხარის მოწმე, მან განაცხადა, რომ ეს იყო ზეწოლა დაცვის მხარის მოწმეზე. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სუბელიანი დაგვეკითხა სასამართლოში“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)