|
2018-07-24 16:18:09, 837 ნახვა
სამართალი
მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე პატიმრობაში რჩებიან
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკველელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანი და ერთ-ერთ მოწმე არასრულწლოვანზე ზემოქმედების ფაქტზე დაკავებული, მერაბ მორჩაძე პატიმრობაში რჩებიან. საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების ადვოკატების მოთხოვნა, მათ მიმართ არსებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე, არ დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე მირზა სუბელიანი არ გამოცხადებულა, ხოლო მერაბ მორჩაძე სხდომას ესწრებოდა. „კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება, რომ მერაბ მორჩაძე იმყოფებოდა მის ახლო ნათესავებთან სახლში, მაქსიმალურად ეცადა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კონკრეტულ პირებს სასამართლო პროცესზე შეეცვალა ჩვენება, ეს ბუნებრივია ფაქტობრივ საფუძველს იძლევა იმისა, რომ კონკრეტული ქმედება არის განხორციელებული, რასაც სასამართლოში შემდგომ, ბუნებრივია ეცდება ბრალდების მხარე, რომ არსებითი განხილვების პროცესში დაადასტუროს“, - აღნიშნა პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ. მერაბ მორჩაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა, ქმედებები განმარტა. მისი თქმით, მორჩაძე მოწმის ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა. „კონკრეტულ შემთხვევაში, სიდუხჭირეში მყოფ ოჯახს, ეხმარებოდა და ეხმარება ბატონი მერაბ მორჩაძე და მისი ოჯახი. ვინაიდან უდაოდ დადასტურებული ფაქტია, რომ გარკვეული სახის ნათესაური კავშირი წლების განმავლობაში არსებობს ამ ადამიანებს შორის და უდაოდ დადასტურებული ფაქტია, მოწმეთა გამოკითხვებით, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და ძალიან ბევრი შემთხვევა არსებობს იმის, რომ ბატონ მერაბ მორჩაძეს, მის ოჯახს დახმარება გაუწევია თუნდაც ფინანსური სახის“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)