|
2018-07-24 12:17:13, 888 ნახვა
სამართალი
სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მახლაზ კობაურთან სახაზინო ადვოკატი შევიდა
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურთან შესახვედრად, სახაზინო ადვოკატი ალუდა ბუჩუკური შევიდა. როგორც ალუდა ბუჩუკურმა პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის ინფორმაციას ბრალდებულთან პოზიციის შეთანხმების გარეშე ვერ გასცემს. „აღკვეთი ღონისძიების გამოყენების შემდეგ, პირველად ვხვდები, მას შემდეგ არ შევხვედრილვარ. შევათანხმებ პოზიციას და თუ კი ბრალდებულის ნება იქნება, გავაკეთებ კომენტარს“, - აღნიშნა ადვოკატმა. შეგხსენებთ, რომ 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. აღნიშნულ საქმეზე მალხაზ კობაური დააკავეს. 11 ივლისს მალხაზ კობაურს წინასაწრი პატიმრობა შეეფარდა. სახაზინო ადვოკატი საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც კერძო ადვოკატმა დავით გირგვლიანმა კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)