02:54 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 09:29:08, 392 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი მმართველ გუნდზე: პრიმიტიულები და კვაჭი კვაჭანტირაძეები არიან

„ძალიან  პრიმიტიულები და კვაჭი კვაჭანტირაძეები არიან“,-ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მმართველი გუნდი გადაცემა „არჩევანში“.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მოქმედი ხელისუფლება  ცდილობს ქვეყანაში შექმნილი ვითარება მესამე პირს  გადააბრალოს.

"ამათი კვაჭი კვაჭანტირაძეობა ყველამ შეისწავლა, ძალიან პრიმიტიულები არიან. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ავლაბრის რეზიდენციაში ყოფნა მეზიზღებოდა. არანაირი უფლება არ მქონდა, მარტო იმიტომ დავრჩი, რომ ინსტიტუტებს ვეცი პატივი. ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ყველაფერს, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი, ანადგურებდნენ. ამბობდნენ, სააკაშვილი გვიშლის ხელსო. მე წამოვედი და მერე ამბობდნენ, გიგი უგულავა გვიშლის ხელსო, მერე ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა და ყველა სტრუქტურა „ქართულმა ოცნებამ“ დაიკავა. ახლა ამბობენ, ეროვნული ბანკი გვიშლის ხელსო. ამ ფაქტორებს გიორგი ქადაგიძე არ განაპირობებს. ვალუტაზე სამთავრობო პროგრამები და ეკონომიკური მდგომარეობა ახდენს გავლენას", - განაცხადა  მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics