|
2018-07-21 16:14:44, 1138 ნახვა
სამართალი
სასამართლო ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული დ.ღ.-სთვის აღვეთის ღონისძიების შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "2018 წლის 21 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლოსთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდების საქმეზე ბრალდებულ დ.ღ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. დ.ღ.-ს ბრალად ედება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებითა და ცრუ ჩვენების მიცემით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. საქმე ეხება 2017 წლის 1 დეკემბერს ა. ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რომელსაც ბრალდებული უშუალოდ შეესწრო. დ.ღ.-მ გამოძიებას და სასამართლოს, განზრახ არასწორი ინფორმაცია არაერთგზის მიაწოდა, რითაც ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციელებას. მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 24 აგვისტოს გაიმართება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)