|
2018-07-21 13:11:27, 957 ნახვა
სამართალი
ბრალდების მხარე ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული დ.ღ.-სთვის პატიმრობას მოითხოვს
თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ბრალდების მხარე არასრულწლოვნისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. როგორც პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ აღნიშნა, დ.ღ.-მ სასამართლოს ცრუ ჩვენება რამდენჯერმე მისცა. "ბრალდების მხარემ არასრულწლოვან დ.ღ.-ს ბრალი წაუყენა იმაში, რომ გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, ასევე სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, ისეთი ტიპის სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც ბრალდებული იმხილება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების მხარე დ.ღ.-ს ედავება იმაში, რომ გამოძიების ეტაპზე, მან განაცხადა, რომ ურთიერთდაპირისპირებისას დავით სარალიძემ, ფიზიკური ზემოქმედებით შეიყვანა გ.ჯ. და მ.კ. ფარდულში და იქ ამ სამ ადამიანს შორის გაგრძელდა ფიზიკური დაპირისპირება, ხოლო შემდგომში ეს ინფორმაცია აბსულუტურად გადაასხვაფერა, შეცვალა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ გ.ჯ.-სა და დავით სარალიძეს შორის მიმდინარეობდა დაპირისპირება", - განმარტა თორნიკე ნადირაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)