|
2018-07-19 17:43:17, 1434 ნახვა
ეკონომიკა
ირმა ქავთარაძემ საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტიორ კომპანიებს დაგეგმილი რეფორმები გააცნო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებთან საყოფაცხოვრებო მოწყობილობების ენერგომარკირების საკითხზე. „ენერგეტიკული გაერთიანების" დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმის თანახმად, საქართველოსთვის, როგორც აღნიშნული გაერთიანების წევრი სახელმწიფოსთვის, სავალდებულო გახდა მარკირების შესახებ 2010/30/EU ევროდირექტივის შესრულება, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი კანონპროექტისა და 12 სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებას. შეხვედრა გახსნა მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ. მან ხაზი გაუსვა კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას კანონმდებლობის შემუშავებაში, რათა პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, კომპანიებს თავიდანვე ჰქონდეთ ინფორმაცია ახალი რეგულაციების შესახებ და გათვალისწინებული იქნას მათი შენიშვნები თუ წინადადებები. სამუშაო ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს ევროდირექტივის ძირითადი მოთხოვნები და აღსრულების ვადები, 5 სახის საყოფაცხოვრებო მოწყობილობის, მათ შორის კომბინირებული სარეცხი-საშრობი მანქანების, საშრობი მანქანების, ჭურჭლის სარეცხი მანქანების, მტვერსასრუტების, ელექტრონათურებისა და სანათების ენერგო ეტიკეტირების შესახებ მომზადებული ტექნიკური რეგლამენტების პროექტების პირველადი ვერსიები. შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ ტექნიკის ენერგო მარკირების თემაზე მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რათა კერძო სექტორი მაქსიმალურად ინფორმირებული და მომზადებული შეხვდეს რეგულაციების ამოქმედებას.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)