|
2018-07-17 18:47:50, 1001 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი პუტინის განცხადებაზე: ჩემთვის ეს არის არასასიამოვნო ფაქტი, თუმცა არა ახალი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ეხებოდა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ის პუტინისგან მსგავსი ტიპის განცხადებას ელოდა. "მრჩება შტაბეჭდილება, რომ იმ მტკიცე მხარდაჭერის ფონზე, რომელიც საქართველოს ჰქონდა ნატო-ს სამიტზე, იმ ძალიან კონკრეტული გზავნილის ფონზე, რომელიც ალიანსის 29-ვე ქვეყანამ რუსეთის მიმართ დააფიქსირა - რომ ის არის ოკუპანტი და მისმა ჯარმა ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს, იმ მტკიცე მხარდაჭერის ფონზე, როდესაც ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, რუსეთის პრეზიდენტის ასეთი პასუხი არის ის პასუხი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ უკვე დიდი ხანია გვესმის. შესაბამისად, ჩემთვის ეს არის არასასიამოვნო ფაქტი, თუმცა არა ახალი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)