|
2018-07-14 20:49:48, 836 ნახვა
კომენტარი
ჭიჭინაძე: პლასტელინი არ უნდა აგვერჩია - ასეთი პრეზიდენტის ყოლას სჯობს, საერთოდ არ გყავდეს
"კურიოზი ის არის, რომ გიორგი მარგველაშვილი გახდა პრეზიდენტი, ასეთი პრეზიდენტის ყოლას სჯობს, საერთოდ არ გყავდეს", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე გიორგი მარგველაშვილის განცხადებას "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით. როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, შეცდომა დაუშვეს, როდესაც გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს. "არ ვიცი, ეტყობა გიორგი მარგველაშვილი თავისი შთაბეჭდილებების გავლენის ქვეშ არის. ქართულ ოცნების კანდიდატი, ხალხს ნაკლებად გააღიზიანებს და მგონი, უფრო მოიგებს მოსახლეობის გულს. თვითონ პიროვნებაზე არის დამოკიდებული, რისი კადრების უფლებას აძლევს თავს და რისი არა. მარგველაშვილი საპრეზიდენტო კამპანიის დროს პლასტილინივით იყო. ადამიანმა საკუთარ თავს პლასტილინი არ უნდა უწოდო და ნამდვილად, პლასტილინი არ უნდა აგვერჩია. ჩემი დონიდან ძალიან შორს არის პრეზიდენტი და მაგას არავინ გადამაწყვეტინებს, საკუთარ გადაწყვეტილებას კანდიდატის მიხედვით მივიღებ", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)