|
2018-07-14 20:19:50, 895 ნახვა
კომენტარი
ბატიაშვილი: ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება უნდა მოხდეს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. როგორც მან აღნიშნა, ხარისხის უზრუნველსაყოფად სისტემა ერთხელ და სამუდამოდ აირჩევს ევროპულ სტანდარტს, რაც საუკეთესო საშუალება იქნება, რომ უმაღლესი განათლების სისტემა ჰარმონიულად ინტეგრირდეს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. მინისტრობის კანდიდატი ასევე შეეხო უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებულ მოდელს და დაადასტურა, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობა აქტიურ ფაზაში გადავა. მანვე აღნიშნა, რომ შემუშვებული მოდელი საზოგადოებას შემდგომი განხილვებისთვის უმოკლეს დროში წარედგინება. საუბრის ბოლოს მიხეილ ბატიაშვილი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის აუცილებლობას შეეხო და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მეცნიერების მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება, ჩაერთონ საერთაშორისო კვლევებში. „სწორედ ჩვენი მეცნიერების მონაწილეობა საერთაშორისო კვლევებში და საქართველოსა და უცხოური წამყვანი უნივერსიტეტების ერთობლივი პროგრამები გაგვიყვანს რეალურ შედეგებზე, რაც საბოლოო ჯამში უმაღლესი განათლების ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)