|
2018-07-13 19:46:07, 637 ნახვა
კომენტარი
გახარია: მოგვიწია მშვიდობიანი ახალგაზრდებისთვის დისკომფორტის შექმნა - ამისთვის მოვიხადე ბოდიში
„ჩვენ მოგვიწია ჩვენი მშვიდობიანი ახალგაზრდებისთვის და მოქალაქეებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნა - მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის მოვიხადე ბოდიში”, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ამასთან, როგორც გახარიამ აღნიშნა, პოლიციის უფლებამოსილების განხორციელებას ვერავინ შეზღუდავს. "ეს იყო სპეციალური საპოლიციო ღონისძიება, ეფექტური და წარმატებული. რომლის დროსაც 8 ნარკორეალიზატორი იყო დაკავებული, მათი გარკვეული ნაწილი უკვე თანამშრომლობს გამოძიებასთან და სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ჩვენებებს იძლევიან. მე მათ წინაშე ბოდიში არ მომიხდია, არც ვაპირებ და არც არასდროს არ მოვიხდი. უბრალოდ, ამ სპეციალური ღონისძიების ჩატარების პროცესში, ჩვენ მოგვიწია ჩვენი მშვიდობიანი ახალგაზრდებისთვის და მოქალაქეებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნა. მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის მოვიხადე ბოდიში და იქვე აღვნიშნე, რომ ვერასდროს და ვერავინ პოლიციის უფლებამოსილების განხორციელებას ვერანაირად შეზღუდავს, ვერც დროში და ვერც გეოგრაფიაში, თუ ჩვენ გვექნება დადასტურებული ინფორმაცია, რომ არსებობს რისკი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)