|
2018-07-13 16:47:33, 720 ნახვა
კომენტარი
ინაშვილმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობით დაინტერესდეს
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუწოდა, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ შექმნილი რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობით დაინტერესდეს. ინაშვილის თქმით, „გირჩის“ ორგანიზაცია გასცემს მოწმობებს, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარს ამბობენ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ქართული სახელმწიფო წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. „მინდა მიაქციოთ ყურადღება „გირჩის“ ფარგლებში შექმნილ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც არიგებს მოწმობებს, ამავდროულად აძლევს მღვდელმთავრის, ეპისკოპოსის, სასულიერო პირების სტატუსს წვემადელებს, რომ შემდეგ ამ მოწმობით ისარგებლონ და არ მოიხადონ სავალდებულო სამხედრო სამსახური. მე მინდა თავდაცვის მინისტრსაც მივმართო და მოვუწოდო უფრო აქტიური ქმედებებისკენ ამ მიმართულებით. იმიტომ რომ ეს არის კონსტიტუციური მოთხოვნის იგნორირება. არ ემსახურო შენს სამშობლოს, უარი თქვა სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე და წვევამდელის სტატუსზე, ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია, რასაც თქვენ ყველა მთავრობის წევრები უყურებთ და ვითომ არაფერი. ესე ჩემო ძმებო არ გამოვა, ვითომ არაფერი და ამასობაში ხუთი ათასიდან შვიდი ათასამდე ახალგაზრდა უარს ამბობს სავალდებულო სამსახურზე. ეს არის პირდაპირ გულში დარტყმა ქართული სახელმწიფოსთვის. ერთობლივად და ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რომ ეს მავნებლობა ქართული სახელმწიფო წინააღმდეგ, აღიკვეთოს“, - მიმართა ინაშვილმა მამუკა ბახტაძეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)