|
2018-07-13 16:32:54, 891 ნახვა
ეკონომიკა
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება გაიმართება
14 ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით და საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკის და მართვის სკოლის მხარდაჭერით, სასტუმროში „მერკური, 19:00 სთ-ზე ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება გაიმართება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კურსის ფარგლებში ქართული ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა აემაღლებინათ ცოდნა, განევითარებინათ საჭირო უნარ-ჩვევები და მნიშვნელოვანი კავშირები დაემყარებინათ სხვა ქართულ ექსპორტიორ კომპანიებთან. კურსის პირველი ეტაპი 2018 წლის 7 მაისს დაიწყო, რომელსაც 30 კომპანიის 43 წარმომადგენელი ესწრებოდა. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ კურსი ყველა საბაზისო საკითხის გავლას გულისხმობს, რომელიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებულად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის. მსმენელები გაეცნენ ექსპორტის ტერმინოლოგიას საერთაშორისო გაყიდვების წარმოების მიმართულებით. სალექციო საათები კი დაეთმო საექსპორტო ლოჯისტიკის, ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს კომუნიკაციების საკითხებს, რომელიც კონკრეტული პრაქტიკული რჩევების გაცემასა და ინტერაქციის საშუალებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული საბაზრო მოთხოვნებზე და ექსპორტის მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო გაყიდვების წარმოება, რაც თავის მხრივ, დამქირავებელი კომპანიის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე და დივერსიფიცირებაზე აისახება. ამასთანავე, კურსის მსვლელობისას განხილულ იქნება საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)