|
2018-07-13 15:35:27, 658 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: სანამ დავასახელებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, რეგიონის შეხედულებები უნდა გავითვალისწინო
საქართველოს პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გააგრძელებს. საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოში შემავალი ფრაქციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები დაასრულა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან გეგმავს. საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში დღეს დასახელებულ ერთადერთ კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძესაც შეხვდება. "კანდიდატურა, რომელიც წარმოდგენილი არის დღეს, არის ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. მე შევხვდები ბატონ თორნიკეს და ჩვენ გავაგრძელებთ კიდევ კონსულტაციებს. სხვა კანდიდატურა ჯერჯერობით წარმოდგენილი არ ყოფილა. შეიძლება კიდევ რაღაც მოსაზრება მოვისმინოთ ამის თაობაზე. ამ ეტაპზე გრძელდება ის კონსულტაციები, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით და რომლის სულისკვეთებაზეც მინდა გითხრათ, რომ ეს კონსულტაციები მდგომარეობს შემდეგში, რომ პრეზიდენტი სანამ დაასახელებს და წარმოადგენს ახალ კანდიდატურას, ბუნებრივია უნდა გაითვალისწინოს რეგიონის შეხედულებები, მოსაზრებები, აი ამ შეჯერებული პოზიციით უნდა წარდგეს კანდიდატურის დასასახელებლად. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ წარმოდგენილია ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კანდიდატურა. შეიძლება რაღაც მოსაზრება კიდევ წარმოადგინონ. მე მოვისმენ მათ კანდიდატურებს, თუ იქნება ასეთი გავესაუბრები. ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დასახელებულია იმ პარტიის მიერ, რომელიც არის უმრავლესობაში . დასახელებულია და დახასიათებული არის კიდევაც. მე უნდა ბუნებრივია გავესაუბრო იმ ადამიანსაც, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია, ასეთივე ლოგიკით გავესაუბრები სხვა კანდიდატებსაც თუ იქნება და შესაბამისად მე უხერხულობას იმაში, რომ ქართული ოცნების მიერ დასახელებულ კანდიდატს გავესაუბრო, ვერ ვხედავ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი რჩება აჭარაში და გამოთქვამს მზადყოფნას პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების შეხედულებები მოისმინოს, მათ შორის მურმან დუმბაძესა და მედეა ვასაძეს შეხვდეს. გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის სურვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატებმა თავად გამოთქვეს. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)