|
2018-07-13 14:51:32, 663 ნახვა
კომენტარი
გახარია: უვიზო მიმოსვლაზე იმ შეკითხვებს, რომლებიც ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში ისმებოდა - კონკრეტულად გავეცით პასუხი
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ თავის საპარლამენტო გამოსვლაში აღნიშნა, რომ კრიმინალთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით ახორციელებს. "ორიოდე სიტყვით მინდა მოგახსენოთ იმ საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო 6 თვის განმავლობაში, როგორც ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ასევე, საერთაშორისო საპოლიციო ინსტიტუტებთან. მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახდა ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე ევროპოლთან ინფორმაციის გაცვლის დაცული და დახურული არხები გვაქვს, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო ეფექტიანად ვითანამშრომლოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ორგანიზებული დანაშაულის ნაწილში და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ნაწილში ეს არის ძალზედ პრინციპული და მნიშვნელოვანი კონტექსტი. ეფექტურად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი, ჩვენ ამ ინსტიტუტს ვაძლიერებთ და ვაფართოებთ. ის გამოწვევები, რომლებიც არსებობდა უვიზო რეჟიმის კონტექსტში, იმ შეკითხვებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში ისმებოდა, - თითოეულ ამ შეკითხვას კონკრეტულად გავეცით პასუხი. რა თქმა უნდა, არსებობდა რისკი თავშესაფრის მაძიებლებსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის გარკვეული კავშირის დამყარებისა და ჩვენ, პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობით, ფაქტიურად ეს რისკები მოვხსენით“, - განაცხადა გახარიამ.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)