|
2018-07-13 14:30:20, 950 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკა არ შეიცვლება და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება
ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკა და მათ შორის საგადასახადო გარემო არ შეიცვლება და საქართველოში მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „არ უნდა შეიქმნას მცდარი განწყობა, რომ ჩვენ დავანგრევთ იმ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რომელიც სიმწრითაა მოპოვებული, ან ვალის ზრდის ან გადასახდების ზრდის ხარჯზე, ან მიმდინარე დეფიციტის ხარჯზე. ეს არ მოხდება, როგორც მინიმუმ, სანამ მე ვიქნები მინისტრი და დარწმუნებული ვარ, მთელი გუნდიც იგივეა აზრზეა. შესაბამისად, ეს საფრთხე არ გვემუქრება", – აღნიშნა მან. მისი განცხადებით, დღეს საქართველოს საგადასახადო სისტემა ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული და ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც აღიარებს. „ჩვენი ბიუჯეტი არის ზრდაზე ორიენტირებული, სადაც დეფიციტი იმაზე ნაკლებია, რისი საშუალებაც იყო. საგარეო ვალი სტაბილურია და მომავალში გაზრდას არ ვაპირებთ. ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკა და მათ შორის საგადასახადო გარემო არ გაიცვლება არაფერში", – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)