|
2018-07-13 13:31:39, 706 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: იუსტიციის მინისტრი მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელი არ არის
„იუსტიციის მინისტრი მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელი არ არის", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იუსტიციის მინისტრი არის მთავრობის რიგითი წევრი რომელსაც შეუძლია, პარლამენტს მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის კარგი კანონები შესთავაზოს. „იუსტიციის სამინისტრო მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმებზე მუშაობას გააგრძელებს, თუმცა, საზოგადოების ზოგიერთი წევრის გასაგონად მინდა, კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან განვმარტო − კანონში ჩაიხედონ და ნახონ, რომ იუსტიციის მინისტრი არ არის მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელი. იუსტიციის მინისტრი არის მთავრობის რიგითი წევრი და ის არ გახლავართ მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელი. მე შემიძლია, მხოლოდ კარგი კანონები შემოგთავაზოთ, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემას გააჯანსაღებს; ხოლო ის, თუ როგორ იმართება სისტემა, არის თუ არა იქ ხარვეზები, ამ კითხვებზე პასუხს ვერ ვაგებ და ვერც პასუხს გავცემ, რადგან ეს იქნებოდა იმ ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა, რასაც ხელისუფლების შტოებს შორის დანაწილების პრინციპი ქვია", − განაცხადა თეა წულუკიანმა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)