|
2018-07-13 12:31:38, 768 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: საჯარო რეესტრი გახლავთ საქართველოში პირველი უწყება, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა
პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას თეა წულუკიანმა ელექტრონული მმართველობის დარგში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებაზე გაამახვილა ყურადღება. "ჩვენ გავაგრძელებთ, ვიყოთ ფლაგმანი რეფორმებისა, ვიყოთ ისინი, ვინც საქართველოს ხელს უწყობს, საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებები ჰქონდეს. გავაგრძელებთ, ვიყოთ ერთ-ერთი წამყვანი უწყება ელექტრონული მმართველობის დარგში, რადგან, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ, მაგალითად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი გახლავთ საქართველოში პირველი სახელმწიფო უწყება, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა და რომელიც სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და სხვა ჩვენს სსიპებთან ერთად არიან პროგრესის და ელექტრონულ გზაზე საქართველოს პოზიტიური იმიჯის შემმუშავებელი უწყებები სხვა უწყებებთან ერთად" ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)