12:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 19:56:51, 1028 ნახვა

ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - ჭარბვალიანობის დაძლევის კუთხით მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რაც მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ ტარდება

„ჭარბვალიანობა საქართველოს ეკონომიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომლის შემთხვევაში მოქალაქეს არ აქვს საშუალება, სრულფასოვნად ჩაერთოს ეკონომიკურ აქტივობაში და შესაბამისად, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით სასტუმრო „რადისონში" გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

სამინისტროს ცნობით, ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხები იყო შეხვედრის თემა, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ეკონომიკის დარგის ექსპერტებმა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ჭარბვალიანობის პრობლემის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. ეკა მიქაბაძის განცხადებით, ჭარბვალიანობის დაძლევის კუთხით მნიშვნელოვანია ის რეფორმები და ღონისძიებები, რაც მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ ტარდება, მათ შორის პრუდენციული რეგულაციები. „როგორც მოგეხსენებათ, მრავალი პრუდენციული რეგულაცია გატარდა, რაც ამ პრობლემას მნიშვნელოვნად მოაგვარებს, თუმცა, ჭარბვალიანობა კომპლექსური პრობლემაა, რომელიც ღონისძიებების განგრძობას საჭიროებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი ინფორმაციით, პრუდენციული რეგულირება იქნება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და ის ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვან ზარალს არ მიაყენებს. „საჭიროა, ამ საკითხს ფართო ჭრილში შევხედოთ - ის ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ, ეკონომიკურ აქტივობაში მონაწილეობას ვერ იღებენ - პრობლემა ორი მხრივ იქმნება, შესაბამისად, შემცირდება უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics