|
2018-07-12 09:47:55, 833 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: გიორგი ქობულია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც დავაანონსეთ
„გიორგი ქობულია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ რეფორმების ეფექტურად განხორციელებაში, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ქობულიას სხვადასხვა სექტროში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. „გიორგი ქობულია გახლავთ ჩვენი ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ის ფაქტიურად ორი ათწლეულია მუშაობას გლობალურ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „მაკკინზიში“ და ის გახლავთ სენიორ პარტნერი ამ ორგანიზაციის. მინდა ყველას შევახსენო, რომ „მაკკინზის“ სახელთან ასოცირდება მეოცე და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური გარღვევების, მათ შორის მმართველობითი სისტემების დახვეწის ძალიან დიდი ნაწილი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ბევრ სექტორში, როგორიც არის ენერგეტიკა, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზარი და ბევრი სხვა. დარწმუნებული ვარ, ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ რეფორმების ეფექტურად განხორციელებაში, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ“, - განაცხადა ბახტაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)