|
2018-07-11 18:12:35, 697 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე ჭუბერის სტიქიაზე: გაიცემა კომპენსაციები - ინფრასტრუქტურას უმოკლეს დროში აღვადგენთ
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, სოფელ ჭუბერში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ყველა დაზარალებულს ზარალი სრულად აუნაზღაურდება. მისივე მტკიცებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა უმოკლეს დროში აღდგეს. "მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ჩართული იყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში, განსაკუთრებით კი ჩვენს მოხალისეებს. ამ სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა, რათა შევამციროთ სტიქიისგან მიღებული ზარალის მოცულობა და უფრო ეფექტიანად შევძლოთ მასთან ბრძოლა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის ოდენობის დათვლა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ყველა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდება ზარალი. ამ დრომდე ჭუბერში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და მაქსიმალურად მოკლე დროში ჩვენ სრულად აღვადგენთ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. შეგახსენებთ, 5 ივლისს, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების და გზების დაზიანება. წყალმა საცხოვრებელი სახლებიც დატბორა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)