|
2018-07-11 17:25:20, 772 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: მსურდა ყველას დაენახა, როგორია საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება ჩემი მონაწილეობის გარეშე
მსურდა, ყველას დაენახა, თუ როგორია საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება ჩემი მონაწილეობის გარეშე, - ასე განმარტა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკუთარი გადაწყვეტილება მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებასა და კენჭისყრაში არ მონაწილეობის თაობაზე. როგორც მან აღნიშნა, საბჭომ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო. „მე მსურდა, რომ დღეს პროფესიულ წრეებს, თავად პროკურორებს, მართლმსაჯულებაში მონაწილე სხვა პროფესიონალებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს და ყველას, დაენახა ის, თუ როგორია საბჭოს გადაწყვეტილება ჩემი მონაწილოების გარეშე. საპროკურორო საბჭომ დღეს ყველას დაანახა, რომ ის არის ერთსულოვანი იმაში, რომ მათი მოსაწონი კანდიდატი არის ამ ეტაპზე შალვა თადუმაძე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე აირჩია. მას საბჭოს 15 წევრიდან 12-მა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ კენჭსყრასა და გასაუბრების პროცესში საბჭოს თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მონაწილეობა არ მიუღია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)