|
2018-07-11 17:17:49, 753 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი - მთავარი პროკურორობის კანდიდატს მთავრობას უმოკლეს ვადაში წარვუდგენ
„შალვა თადუმაძის კანდიდატურა ჩემ მიერ უმოკლეს ვადაში წარედგინება მთავრობას, შესაძლოა დღევნადელ მთავრობის სხდომაზეც“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუკი მთავრობა საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატურას მოიწონებს, შალვა თადუმაძე პარლამენტის წინაშე წარდგება და თავის პოზიციებს იქ დაასაბუთებს. „ძალიან მნიშვენლოვანია, რომ 2015 წელს, რეფორმის შედეგად შექმნილმა საპროკურორო საბჭომ უკვე მეორედ, გამჭვირვალედ, ყველას ჩართულობით შეარჩია მთავარი პროკურორობის კანდიდატი. ეს გახლდათ საბჭოს 12 წევრის გადაწყვეტილება, რომელთა შორის მე არ ვარ, რადგან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია. ბატონი შალვა თადუმაძის კანდიდატურა ჩემ მიერ უმოკლეს ვადაში წარედგინება მთავრობას, შესაძლოა დღევნადელ მთავრობის სხდომაზეც, სადაც თუ მომეცა შესაძლებლობა, ამ თემაზე მოხსენებით წარვდგები. თუკი მთავრობა მოიწონებს საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატურას, ასეთ შემთხვევაში პარლამენტის წინაშე წარდგება შალვა თადუმაძე, იქ დაასაბუთებს თავის ხედვებსა და პოზიციებს და საქართველოს პარლამენტი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე აირჩია. მას საბჭოს 15 წევრიდან 12-მა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ კენჭსყრასა და გასაუბრების პროცესში საბჭოს თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მონაწილეობა არ მიუღია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)