16:33 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-11 11:44:25, 786 ნახვა

კომენტარი
თადუმაძე - პროკურატურის მთავარი პრობლემა საზოგადოების დაბალი ნდობაა

"მთავარი პრობლემა რაც პროკურატურაშია, ეს არის საზოგადოების დაბალი ნდობის ხარისხი და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი, რომელიც კვლავ დიდ გამოწვევად რჩება”, - ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თადუმაძემ აღნიშნა, იგი დღეს საპროკურორო საბჭოს საკუთარ ხედვას წარუდგენს, რომელიც უწყების განვითარებას შეუწყობს ხელს.

„მე წარვდგები დღეს საბჭოს წინაშე და წარვუდგენ იმ ხედვას, რომელიც გამაჩნია პროკურატურის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს ხელს შეუწყობს ერთის მხრივ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის ხარისხი მოიპოვოს ამ უწყებამ და მეორე მხრივ, კომპლექსური ხედვით მოხდეს იმ პრობლემის გადაჭრა, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. ამ რეფორმის განხორციელების ფარგლებში ჩვენ მივიღებთ სამართლიან პროკურატურას, თავდაჯერებულ პროკურორს და ღია სახელმწიფო უწყებას, რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ექნება“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ დღეს მთავარი პროკურორობის კანდიდატი უნდა შეარჩიოს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი შესთავაზა: ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე და შალვა შავგულიძე. თუმცა, შალვა შავგულიძემ ცოტა ხნის წინ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics