|
2018-07-10 11:42:39, 694 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს 51-ე სკოლის მოსწავლეებს გამოკითხავენ
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს 51-ე სკოლის მოსწავლეებს გამოკითხავენ. როგორც კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ აღნიშნა, არასრუწლოვნები გამოძიებასთან თანამშრომლობენ და მათ საინტერესო ინფორმაციებს აწვდიან. „ეს ადამიანები, რომლებიც დაიკითხებიან არიან უშუალოდ ინციდენტში მონაწილეები. ისინი არიან 51-ე სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდნენ იმ ტრაგედიის დროს. არასრუწლოვნები იძლევიან ინფორმაციას, კიდევ ერთხელ ეს ინფორმაცია რამდენად ახალია და საიმედოა, ეს ყველაფერი შეჯამების შემდეგ უნდა იქნას გაანალიზებული. ისინი გვაწვდიან საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას, მათ შორის ნაწილი ემთხვევა იმას რაც ჩვენებებში იყო მიცემული, ნაწილი არის უფრო მეტად გავრცობილი. საბოლოო ჯამში ეს გამოკითხვები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სრული სურათი შეიქმნას კომისიისთვის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. კომისიის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, მოზარდების ჩვენებების დაზუსტება გამოძიებას რეალური სურათის აღდგენაში დაეხმარება. „მნიშვნელოვანია კომისიაში სწორად წარიმართოს მუშაობა, გავიგოთ მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია, თუ რა მოხდა, როგორ ხდებოდა და როგორ მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი. ივლისი და აგვისტოს ნაწილი დაგვჭირდება, რომ სრული სურათი შევქმნათ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)