|
2018-07-07 11:10:52, 889 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: იოსებ სიგუამ სამედიცინო ცნობა წარმოადგინა, თუმცა კომისიაზე მოსვლა აუცილებლად მოუწევს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა, ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღესაც არ გამოცხადდა. როგორც კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ აღნიშნა, სიგუამ სამედიცინო ცნობა წარმოადგინა, თუმცა როდესაც გამოჯანმრთელდება, გამოკითხვაზე მისვლა მაინც მოუწევს. „ბატონმა სიგუამ წარმოადგინა სამედიცინო ცნობა. მე არ შევალ ამ ცნობის დეტალების განხილვაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ბატონი სიგუა მოახერხებს, მას აუცილებლად მოუწევს კომისიაზე მოსვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა“, - განაცხადა კაპანაძემ. ცნობისთვის, ხორავას ქუჩის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დღეს უკვე მესამედ იკითხებიან. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კითხვებს გამომძიებელი ირაკლი ფიფია და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძე პასუხობენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)