|
2018-07-06 19:46:21, 1134 ნახვა
ეკონომიკა
მთაწმინდის პარკში, ქართული სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
საქართველოს ეკონომიკისა და დმგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში, 7 ივლისს, 11:00-დან 21:00 საათამდე, ქართული სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ღონისძიების მიზანია ქართველი მეწარმეების მიერ დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების პოპულარიზაცია და რეალიზაცია. ქართველი მეწარმეების და ერთმანეთისგან განსხვავებული სათამაშოების ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს. გამოფენა-გაყიდვაზე ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს შეეძლებათ დაათვალიერონ და შეიძინონ საქართველოში დამზადებული სათამაშოების მრავალი სახეობა - ხის სათამაშოები, ფაზლები, საბავშვო დეკორაციები, ხის შემეცნებითი-გასართობი სათამაშოები, სამაგიდო თამაშები და სხვა. გამოფენა-გაყიდვის გარდა, პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სხვადასხვა გასართობი სივრცეები, კერძოდ: ექსპერიმენტარიუმი, ყვავილების გვირგვინების დამზადება, კულინარია ბავშვებისთვის, ხატვის სივრცე, სხვადასხვა თამაშები და ა.შ. ამასთანავე გაიმართება კონცერტი, სადაც იმღერებენ რეზო ბავშვები და გორის გოგონათა გუნდი. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.
(NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)