|
2018-07-06 16:24:31, 1048 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ახალი წესები დაუდგინა
ეროვნულმა ბანკმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესი" და „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესი" დაამტკიცა. ახალი რეგულაციის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობის მიმართულებით ეროვნული ბანკის უფლებამოსილება გაფართოვდა. ახალი წესების მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის დადგინდა ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, მათ შორის კაპიტალის, ლიკვიდობის, ინვესტიციების და სხვა კოეფიციენტები და საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშების წესი. ასევე, განისაზღვრა აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების მეთოდი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან საქმიანობა ახალი წესების სრული დაცვით განახორციელონ. რაც შეეხება ამ წესების ამოქმედებამდე რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მათი საქმიანობის ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსაყვანად დამატებითი ვადები მიეცათ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)