|
2018-07-06 14:11:43, 992 ნახვა
ეკონომიკა
BTU-ში „სტარტაპკურსის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
"თიბისი ბანკის" პროგრამა სტარტაპერის პროექტი "სტარტაპკურსი" BTU-ში დასრულდა. კურსი სტუდენტებისთვისს საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას ისახავდა მიზნად. პირველი სტარტაპკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად დაინერგა. საპილოტე კურსი, მარტში დაიწყო და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდა. დასკვნით ღონისძიებაზე სტუდენტებმა თავიანთი სტარტაპიდეების პრეზენტაციები წარადგინეს, რომელთაგან ჟიურიმ ორი გამარჯვებული გამოავლინა. გამარჯვებულები გერმანიაში, Idea lab-ის კონფერენციაზე გაემგზავრებიან. სტარტაპკურსის ფარგლებში, სტუდენტები დაესწრნენ სხვადასხვა თემატიკის სესიებს, რომლებიც აერთიანებდა სტარტაპის განვითარების სრულ ფაზას - იდეის დაბადებიდან წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებამდე. კურსის განმავლობაში, მსმენელები შეხვდნენ წარმატებულ ადამიანებს, მიიღეს მათგან რჩევები და რეკომენდაციები და დაესწრნენ ინსპირაციულ საუბრებს სტარტაპთემის გარშემო. კურსს უძღვებოდნენ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, მათ შორის: ანდრო დგებუაძე - აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი; ლევან კილაძე - Lemondu-ს და TKT.ge-ს დამფუძნებელი; ნინო ეგაძე - თიბისი ბანკის მარკეტინგის ხელმძღვანელი; პავლე გაბრიჭიძე - ლივინგსტონის სოციალური მედიისა და ედვერთაიზინგის განყოფილების უფროსი... "სტარტაპერი" თიბისი ბანკის პროგრამაა, რომლის მიზანია ქვეყანაში გაჩნდეს მეტი წარმატებული სტარტაპი. ერთი მხრივ, თიბისი ხელს უწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას და ზოგადად, ბიზნესის კეთების პოპულარიზაციას და მეორე მხრივ, ბანკი ინვესტიციას ახორციელებს მომავალში. პროგრამა სტარტაპერი თიბისი ბანკის ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელსაც წვლილი შეაქვს ქვეყანაში სტარტაპგარემოს გაუმჯობესებაში. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სილიკონ ველი თბილისის პირველი მაღალტექნოლოგიური ცენტრია, სადაც ინტეგრირდება ბიზნესი და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები. უნივერსიტეტი აერთაინებს მრავალმილიონიან საერთაშორისო დასაქმების პლატფორმას, ბიზნესინკუბატორს, აიტი აკადემიას, მედიაცენტრს, კვლევით ცენტრს, ვირტუალი რეალობის ლაბორატორიას, გადამზადების ცენტრს. სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევარების გაერთიანებით უნივერსიტეტში ხელმისაწვდომია სწავლა, სწავლება და კვლევა.
(R)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)