|
2018-07-05 20:03:54, 886 ნახვა
კომენტარი
მღებრიშვილი: ჭუბერში ვითარება კონტროლდება - ამ ეტაპზე სტიქიის გამეორების საფრთხე არ არსებობს
ჭუბერში, სადაც ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა. როგორც მან აღნიშნა, ხეობაში ვითარება კონტროლირებადია და ამ ეტაპზე სტიქიის გამეორების საფრთხე არ არსებობს. „ამ ეტაპისთვის იმის საშიშროება, რომ მდინარე კიდევ მოიმატებს მოხსნილია. ვერტფრენით მოვახდინეთ შემოფრენა. მდინარეს კალაპოტი აქვს შეცვლილი, გზები არის დაზიანებული, ხიდები, ძირითადად ინფრასრუქტურაა დაზიანებული. სულ რამოდენიმე წუთში ვერტფრენით მოხდება მცირეწლოვანი ბავშვის და დედის გადმოყვანა ერთი ადგილიდან მეორეში, ისინი ჩარჩენილები არიან“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. ცნობისთვის, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)