|
2018-07-05 19:53:10, 782 ნახვა
კომენტარი
სუბარი - ჭუბერში ჰესი აშენებული რომ ყოფილიყო, წყლის ნაკადს პირიქით შეაკავებდა
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, მდინარე ნენსკრას ადიდებას ჰესის მშენებლობას არ უკავშირებს. "მომხდარს ჰესის მშენებლობას არ ვუკავშირებ. ჰესი აშენებული, რომ ყოფილიყო პირიქით შეაკავებდა ამ ნაკადს, რადგან მდინარე საიდანაც წამოვიდა, ის ადგილი არის ჰესისთვის განკუთვნილი ტერიტორიის მაღლა", - განმარტა მინისტრმა. სუბარმა სოფელ ჭუბერში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, ადგილზე მძიმე ტექნიკას ელოდებიან, რის შემდეგაც გზების აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელთან გიორგი მღებრიშვილთან ერთად შემოვიარეთ მთელი ხეობა. ხეობა არის ძალიან დიდი, სიგრძეში დაახლოებით 40 კილომეტრი და მის ასევე არის ძალიან ბევრი გვერდითი ხეობა, საიდანაც მოხდა დიდი წყლის ნაკადის ჩამოსვლა. შემიძლია ვთქვა, რომ ამ წუთისთვის ძირითადი საფრთხე გადავლილია. მე პირადად ამ მდინარის პირას ვარ გაზრდილი, აქ ვცხოვრობდი და ბავშვობა აქ მაქვს გატარებული, თუმცა მსგავსი არაფერი მინახავს. წყლის ნაკადი არის შემცირებული, პრაქტიკულად განახევრდა. სოფელში წაღებულია თითქმის ყველა ხიდი და გზის რამდენიმე მონაკვეთია. ტექნიკა გზაშია და ძალიან მალე დაიწყება გზის აღდგენითი სამუშაოები. საჭირო იქნება რამდენიმე ადგილას მდინარის თავის კალაპოტში დაბრუნება, რადგან ზოგიერთი ოჯახი პრაქტიკულად კუნძულზე დარჩა. რაც ყელაზე მთავარია ადამიანური მსხვერპლი არ არის. 6 ადამიანი არის მთაში, ისინი არიან მოწყვეტილები, თუმცა მათ საფრთხე არ ემუქრებათ", - განაცხადა სოზარ სუბარმა. რაც შეეხება ზარალს, მინისტრის თქმით, ზარალის დათვალა ჯერ არ დაწყებულა და აღნიშნულ საკითხზე მუშაობას შესაბამისი უწყებები ხვალიდან შეუდგებიან.
კობახიძე: ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, უმნიშვნელოვანესია
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)