|
2018-07-05 15:54:06, 1218 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ გაგუა აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ჰელმუტ ფიშერს (Helmut Fischer) შეხვდა. მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ADB-ის შორის წარმატებული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს ქვეყანაში ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. ფინანსთა მინისტრმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს გააცნო ის რეფორმები, რომელთა მიზანია, ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მუნიციპალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ენერგეტიკასა და გზების მშენებლობაში. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ADB-ის მონაწილეობაზე ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ახალი დერეფანი ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით. ამასთან, მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა განათლების სექტორის მომავალ რეფორმაში, ტექნიკური მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორის განცხადებით, ბანკი აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოსთან და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის განვითარება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში იეშიმ ელჰან -კაიალარი.
(NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)