|
2018-07-05 15:50:37, 1089 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილმა აზიის განვითარების ბანკის დელეგაციასთან მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომელთანაც მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები განიხილა. ბანკის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ჰელმუტ ფიშერი და ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იეშიმ ელჰან-კაიალარი. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და რომეო მიქაუტაძე, სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი თორნიკე რიჟვაძე. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, ლიბერალურ ბიზნეს გარემოსა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომლებმაც გაზარდეს საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი საქართველოს ეკონომიკის მიმართ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში არსებული ვითარებაზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკაზე, საფინანსო სექტორზე, აგრეთვე საგზაო ინფრასტრუქტურაზე, რომლის ერთ-ერთი მსხვილი დონორიც აზიის განვითარების ბანკია. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ თანამშრომლობას რეფორმების განხორციელებისა და ინფრასტრუქტურული და სხვა სახის სტრატეგიული პროექტების განხორციელების მიმართულებით.
(NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)