|
2018-07-04 13:46:22, 927 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკს შორის ჩარჩო შეთანხმება გაფორმდა
ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ჰენრიკ ნორმანმა ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას საქართველოსა და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკს შორის. შეთანხმება ითვალისწინებს ქვეყანაში NIB-ის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს და ხელს შეუწყობს სკანდინავიის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის აქტიური თანამშრომლობის დაწყებას. სკანდინავიის საინვესტიციო ბანკის მიზანია, საინვესტიციო პროექტების დაფინანსება იმ ქვეყნებში, სადაც ოპერირებს აღნიშნული ბანკი. დღეისთვის, NIB-ის ინტერესს წარმოადგენს საინვესტიციო პროექტების დაფინანსება საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. NIB-ის მიერ დაფინანსებული პროექტები, ძირითადად, მოიცავს ენერგეტიკის, ტრანსპორტის და გარემოს დაცვის სფეროებს. სკანდინავიის საინვესტიციო ბანკი, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი დაფუძნდა 1975 წელს და ოპერირებს დანიას, ესტონეთს, ფინეთს, ისლანდიას, ლატვიას, ლიტვას, ნორვეგიას და შვედეთს შორის 2005 წლის 1-ელ იანვარს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში.
(NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)