|
2018-07-04 12:16:42, 780 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - აჭარის მთავრობის საკითხზე გუნდში კონსულტაციები იყო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ აჭარის მთავრობასთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები იყო. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „კონსულტაციები იყო გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ, ცოტა ხნით დაელოდოთ და დღის მეორე ნახევარში აჭარის მთავრობის მხრიდან ოფიციალური ინფორმაცია გახდება ცნობილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, აჭარის მთავრობაში 14:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული, რომელზეც ზურაბ პატარაძე განცხადებას გააკეთებს. ზურაბ პატარაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი 2016 წლის 14 ივლისს დაიკავა. პატარაძის გადადგომის შემთხვევაში ავტომატურად გადადგება აჭარის მინისტრთა კაბინეტიც.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)